logo_geo
eng_logo
თურქეთის სამხედრო ძალა და ტექნიკა აზერბაიჯანისკენ გაემართა
- +

28 ივლისი. 2020. 18:14

 

 

 

თურქეთის სამხედრო ძალა და ტექნიკა აზერბაიჯანისკენ გაემართა, რათა მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ წვრთნებში.

 

წვრთნები თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელდება და მასში მონაწილეობას სახმელეთო და საჰაერო ძალების წარმომადგენლები მიიღებენ.

 

ერთობლივ წვრთნებში ჩაერთვება სამხედრო პერსონალი, ჯავშანტექნიკა, არტილერია, ნაღმტყორცნები ისევე, როგორც ორი ქვეყნის ჯარების სამხედრო ავიაცია და საჰაერო თავდაცვის ტექნიკა.

 

გეგმის თანახმად, სახმელეთო ჯარების მონაწილეობით წვრთნები 1-დან 5 აგვისტომდე ბაქოსა და ნახიჭევანში ჩატარდება, ხოლო სამხედრო ავიაციის მონაწილეობით - 29 ივლისიდან 10 აგვისტომდე - ბაქოში, ნახიჭევანში, განჯაში, ქურდამირსა და ევლახში გაიმართება.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტი განიხილა.

 

„მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, მიმართონ ძალისხმევა რეგიონში სტაბილურობისთვის“, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტი რუსეთისთვის „ძალიან სენსიტიური საკითხია“.

 

ცნობისთვის: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მხარეებს შორის შეტაკებები 12 ივლისს დაიწყო. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner