logo_geo
eng_logo
გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი-ოღლის შინაპატიმრობა მიესაჯა
- +

23 ივნისი. 2016. 15:59


გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი-ოღლის ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „Sputnik Абхазия"-ს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურორმა ადგურ აგრბამ განუცხადა.


მისი თქმით, „სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამხედრო პროკურატურის შუამდგომლობა კანჯი-ოღლის დაპატიმრების შესახებ".


კანჯი-ოღლის წინააღმდეგ გამოტანილია დადგენილება განზრახ მკვლელობის მუხლით.


რაშიდ კანჯი-ოღლი საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას განზრახ მკველობაშია ბრალდებული. ტრაგიკული შემთხვევა 19 მაისს, სოფელ ხურჩაში მოხდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner