გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი-ოღლის ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „Sputnik Абхазия"-ს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურორმა ადგურ აგრბამ განუცხადა.
მისი თქმით, „სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამხედრო პროკურატურის შუამდგომლობა კანჯი-ოღლის დაპატიმრების შესახებ".
კანჯი-ოღლის წინააღმდეგ გამოტანილია დადგენილება განზრახ მკვლელობის მუხლით.
რაშიდ კანჯი-ოღლი საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას განზრახ მკველობაშია ბრალდებული. ტრაგიკული შემთხვევა 19 მაისს, სოფელ ხურჩაში მოხდა.