logo_geo
eng_logo
თეიმურაზ ქორიძე: სანამ გახარიასნაირ სახიფათო რესპონდენტთან გაჯიბრებას გადაწყვეტდეთ, შემომიარეთ, ჟურნალისტიკაზე ვილაპარაკოთ!
- +

28 ივლისი. 2020. 23:04

 

 

 

ჟურნალისტი თეიმურაზ ქორიძე ახალგაზრდა კოლეგებს მიმართავს და იმ მანკიერ დეტალებზე წერს, რაც ამ ბოლოდ დროს ჟურნალისტიკაში ძალიან მოხშირდა, საზოგადოება კი კრიტიკას და გაღიზიანებას ვეღარ მალავს.

 

 

გული მტკივა, როცა ჟურნალისტებს ლანძღავენ. განსაკუთრებით, თუ ეს ლანძღვა - გინება და ქილიკი სამართლიანია. ამასწინათ, მეგობარმა მაჩვენა სიუჟეტი, როგორ იღებს (უფრო ზუსტად, ცდილობს აიღოს) ჟურნალისტების ჯგუფი, ათამდე პერსონა, ინტერვიუს პრემიერ გახარიასგან - ძალიან შემრცხვა.

 

ჟურნალისტებო, დაიმახსოვრეთ ბოლოს და ბოლოს, რომ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, გვიყვარს თუ არ გვიყვარს, გახარია არის ნიჭიერი, გონებამახვილი და საკმაოდ ენაკვიმატი კაცი. მასთან საუბრისას ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ქვეყნის დასაცინად არ გადაიქცეთ. ამის გარდა, ყველა სახელმძღვანელოში წერია, რომ ჟურნალისტიკა (ბევრ სხვა რამესთან ერთად) არის შეკითხვების დასმის ხელოვნება. გაიგეთ? - ჟურნალისტიკა არის შეკითხვების დასმის ხელოვნება! ანუ, შეკითხვა უნდა იყოს საქმიანი, კომპეტენტური და სინამდვილის შესაბამისი; თუ რომელიმე საჩოთირო კითხვაზე სასურველი პასუხის მიღების სურვილი გაქვთ, რესპონდენტს შეკითხვები უნდა დაუსვათ თითო - თითოდ და არა ხუთი ერთდროულად -  არ უნდა მისცეთ მას კითხვების არჩევის საშუალება. და, საერთოდ, სანამ გახარიასნაირ სახიფათო რესპონდენტთან გაჯიბრებას გადაწყვეტდეთ, შემომიარეთ, ჟურნალისტიკაზე ვილაპარაკოთ!“- წერს ჟურნალისტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner