„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილს შორის მომხდარ უთანხმოებას ასე ეხმაურება:
„უგულავამ სააკაშვილი ჯართში ჩააბარა და ახლა მისი სექტის მხარდაჭერას ითხოვს!
ამათ დაავიწყდათ, რა პრეტენზიები ჰქონდათ ნაცებს "პრემიერ" ვაშაძესთან: პოროშენკომ სააკაშვილი თმით გაათრევინა და ისე გააგდო უკრაინიდან და შენ მის შტაბში როგორ მუშაობდიო!
ჰოდა, სააკაშვილი ნაგიჟარი კი არის, მაგრამ ისეც არ გაგიჟებულა, რომ ბოკერვილებს დაეხმაროს!
თავისი გასჭირვებია!“- წერს მძინარაშვილი.