logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: კესარიას თუ უფრო მეტი აზროვნება არ ჰქონდეს, მე ვიყო დავით ბერძენიშვილი!
- +

29 ივლისი. 2020. 00:28

 

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „ალუდა ქეთელაურის“ შესახებ, ლევან ბერძენიშვილის ნააზრევს ეწინააღმდეგება. გაბრიჭიძის თქმით, ბერძენიშვილმა ნაწარმოების ჭეშმარიტი არსი დაამახინჯა.

 

 

ლევან ბერძენიშვილი "აღნიშნავს", რომ "ალუდა ქეთელაური” არის იმაზე, რაზეც არავინ არასდროს ლაპარაკობს. იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება. არავის უნდა ამის დანახვა. თან, ვაჟაც გვიყვარს, თან, ქრისტეც და თან, პატრიარქიც…

მართლა დარწმუნებული ხართ, რომ არ არსებობს მუსლიმის ცხონება? საიდან იცით? მუსლიმიც ცხონდება, თუ საჭიროა, მამათმავალიც და ლეონარდო და ვინჩიც, შეიძლება, სამოთხეში დაგხვდეთ…”.

სრული იდიოტიზმი.

 

დიახ, სრული იდიოტიზმი, რადგანაც თუ არსება, რომელსაც დააბრალეს, რომ საქართველოს ნომერ პირველი ინტელექტუალია ვერ ხვდება იმას, რომ ნაწარმოები სწორედაც წარმართულ წეს - ჩვეულებებს უპირისპირდება და გვჩვენებს, რომ სწორედაც ქრისტიანობაა ყველაზე მიმტევებელი, ყველაზე მოსიყვარულე და ადამიანების მფარველი მოძღვრება, სიცოცხლის გაგრძელების იმედი და მიმტევებლობის უმაღლესი გამოხატვა, მაშინ ის ან სრული  იდიოტია, ან თაღლითი.

რაც შეეხება ფრაზას - „მართლა დარწმუნებული ხართ, რომ არ არსებობს მუსლიმის ცხონება? საიდან იცით? მუსლიმიც ცხონდება, თუ საჭიროა, მამათმავალიც და ლეონარდო და ვინჩიც, შეიძლება, სამოთხეში დაგხვდეთ“, არის ცინიკური ბოღმა ვითომდა იუმორში შეფუთული.

და ამ ტიპს თვლიან 21-საუკუნის დასაწყისის ყველაზე მაგარ ინტელექტუალად.

კესარიას თუ უფრო მეტი აზროვნება არ ჰქონდეს, მე ვიყო დავით ბერძენიშვილი. ის ასეთ თემებზე მაინც არ ლაპარაკობს.

სოფოკლეს მიხედე, სოფოკლეს. უფრო მარტივია“- წერს გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner