logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქში მკვლელობის საქმე არ არის გაუხსნელი
- +

29 ივლისი. 2020. 02:23

 

 

 

როგორ გგონიათ, მსოფლიოში, რამდენი ქვეყნის დედაქალაქი შეიძლება არსებობდეს, რომელსაც უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში არ ჰქონდეს მკვლელობის პრაქტიკულად არც ერთი გაუხსნელი საქმე? ასეთი არის თბილისი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ „არენაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქში მკვლელობის საქმე არ არის გაუხსნელი.

 

„2017 წელს არც ერთი გაუხსნელი საქმე არ იყო, 2018 წელს პრაქტიკულად ყველა გახსნილია, მკვლელობაზე ვსაუბრობ, ორი საქმეა გაუხსნელი, რომელთაგან ერთი შეიძლება ითქვას გახსნილია და დაკავება ვერ მოხერხდა სავარაუდო ბრალდებულის, რადგან სხვა ქვეყნაში იხდის სასჯელს და ერთის კვალიფიკაციის შესახებ მიდის გამოძიება, რომ დადგინდეს, მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა, 2019 წელს მკვლელობის გაუხსნელი საქმე არ არსებობს და 2020 წელს, რაც არის მომხდარი, მიმდინარე საქმეების გარდა, ყველა გახსნილია. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქში მკვლელობის საქმე არ არის გაუხსნელი. როდესაც ოპონენტებისგან არგუმენტებს ვისმენთ, ამბობენ, რომ მაგალითად კონკრეტულ საქმეში მედია რომ არ ჩარეულიყო და ჟურნალისტური გამოძიება არ ჩატარებულიყო, საქმე არ გაიხსნებოდაო, მაშინ, როდესაც დედაქალაქში მკვლელობის ყველა საქმე გახსნილია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მისი თქმით, ზოგადი სტატისტიკის მოშველიებაც შესაძლებელია.

 

„2012 წლამდე, ბოლო 6 წლის განმავლობაში 300 ათასამდე დანაშაული იყო მომხდარი, 2013 წლიდან 2019 წლამდეც ანალოგიური რაოდენობის და ეს მაშინ, როდესაც დანაშაული აღარ იმალებოდა. მიუხედავად რეპრესიული რეჟიმისა, წვრილმანი დანაშაულზე, თუ გახსნის პერსპექტივა არ არსებობდა, ხშირ შემთხვევაში გამოძიებას არ იწყებდნენ. გვახსოვს ისიც, 2012 წლამდე რა მექანიზმით ხდებოდა დანაშაულის გახსნა და 2013 წლიდან, როდესაც ლოიალური მიდგომა იყო, გახსნის მაჩვენებელი 15 %-ზე მეტით გაიზარდა. დაახლოებით 36%-მდე იყო გახსნის მაჩვენებელი 2012 წლამდე და შემდეგ ეს მაჩვენებელი 50%-ს. გასცდა. სულაც ერთნაირი გახსნის მაჩვენელი რომ ყოფილიყო, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს იქნებოდა წარმატება, რადგან გახსნის მეთოდები იყო განსხვავებული. 2012 წლამდე იყო რეპრესიულ ფონი და საქმის გახსნა იყო შედარებით მარტივი, შემდეგ იყო გაცილებით რთული, რადგან მიდგომა იყო ლოიალური და ამ ფონზე გახსნის მაჩვენებელი მაინც გაიზარდა. თან 2012 წლამდე კიბერდანაშაულზე გამოძიება არ იწყებოდა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზეც გამოძიება ერთეულ შემთხვევებში იწყებოდა, მაშინ როდესაც ახლა ოჯახური ძალადობის პირველივე ნიშნებზეც იწყება გამოძიება. სტატისტიკა ამ ფონზე თითქმის იგივეა და გახსნის მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილი. ამავდროულად, მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე ვართ, მეთხუთმეტე ადგილზე ვართ მკვლელობებისგან თავისუფლების ინდექსით გერმანიის გვერდი-გვერდ. ამავე მონაცემებით 6-7 წლის წინ ვიყავით 89-ადგილზე ეს არ არის დამსახურება რეალური ერთი მხრივ ლოიალური და მეორე მხრივ სწორი და ხისტი სისხლის სამართლის პოლიტიკის. მაგრამ მიზანი არის, რომ ეს მონაცემები გაიწიოს გვერდზე. ყოველდღე ხდება რაღაც და ყოველდღე გავაშუქოთ და მაშინ შეიქმნება ისეთი ფონი, რაც მათ სურთ“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner