logo_geo
eng_logo
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გუდაურში მიმდინარე წყლის ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
- +

29 ივლისი. 2020. 10:13

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის  პროექტების მიმდინარეობას და  სამუშაოების ტემპს ადგილზე ეცნობა. ამჯერად, მინისტრის მოადგილემ  გუდაურში წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, გიგა მანდარიასთან და მხარის გუბერნატორთან ერთად დაათვალიერა. 

 

ილია ბეგიაშვილმა კონტრაქტორი კომპანიისგან მიიღო ინფორმაცია უკვე შესრულებული და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი  სამუშაოების შესახებ.

 

,,გუდაურში დაახლოებით 50 მილიონიან პროექტებს ვახორციელებთ, რომელიც ითვალისიწნებს სამ ძირითად ლოკაციას- ეს არის გამწნედი ნაგებობა, საკანალიზაციო ქსელი და ერთ-ერთი წყლის რეზერუარი. ძველი რეზერვუარი ახლით ჩანაცვლდება წყალმომარაგების სისტემაში. პროექტზე მუშაობს ჩინური კომპანია და მეორე წელია მიმდინარეობს სამუშაოები. პროექტის პირველი ნაწილი უნდა დასრულდეს ოქტომბერში, მეორე ნაწილის დასრულება კი გაზაფხულზე იგეგმება. დღეს,  მოვინახულეთ სამუშაოები.  მშენებლობის ტემპი დაბალია, რის გამოც მათ მიეცათ მითითებები და შენიშვნები, რაც  უნდა გაითვალისწინონ და მოხდეს ვადებში  მშენებლობის დასრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამუშავდება ის სანქციები, რომელსაც კონტრაქტი ითვალისიწინებს’’-განაცხადა კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდგ ბეგიაშვილმა. 

 

საკურორტო ზონაში  არ არის გამართული საკანალიზაციო ქსელი. ასევე, მზარდი ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და დამსვენებლების გამო, არსებული წყალმომარაგების სისტემები დამატებითი წყლის დებიტის შექმნას საჭიროებს, რათა ზამთრის სეზონზე გუდაურის სტაბილური წყალმომარაგება უზრუნველყოს. 

 

გუდაურის წყლისა და წყალარინების სისტემების სამუშაოებს  ჩინური კონტრაქტორი კომპანია ''China Nuclear Industry 23 Construction Co'' ახორციელებს. პროექტებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 50 მილიონ ლარამდე მოხმარდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner