logo_geo
eng_logo
სანაპირო დაცვამ მონაწილეობა მიიღო მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში "Sea Breeze 2020"
- +

29 ივლისი. 2020. 10:30

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკრაინაში, მრავალეროვნულ სწავლებაში "Sea Breeze 2020", მონაწილეობა მიიღეს. საზღვაო წვრთნებში სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდი "დიოსკურია" (P25) მონაწილეობდა.

 

ყოველწლიური საზღვაო სწავლება "Sea Breeze" უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზებით შავ ზღვაზე იმართება. მისი მიზანია მონაწილე ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება და, რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათი ერთობლივი შესაძლებლობების გაზრდა.

 

წელს ერთობლივ წვრთნებში 8 ქვეყნის - ბულგარეთის, საქართველოს, ნორვეგიის, რუმინეთის, ესპანეთის, თურქეთის, უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების - საზღვაო დანაყოფების 2 ათასზე მეტი მოსამსახურე, 27 მცურავი საშუალება და 19 საფრენი აპარატი მონაწილეობდა.

 

კორონავირუსის (covid-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სწავლება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. ერთობლივი წვრთნები არ ითვალისწინებდა ეკიპაჟების უშუალო კონტაქტს და მოიცავდა მხოლოდ საზღვაო და საჰაერო კომპონენტებს.

 

"SEA BREEZE" უკრაინაში წელს მეოცედ გაიმართა. ქართული მხარე სწავლებაში პირველივე წლიდან მონაწილეობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner