logo_geo
eng_logo
სოზარი სუბარი აცხადებს, რომ სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ნაწილს გამოიყვანენ
- +

29 ივლისი. 2020. 14:33

 

 

რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, სოზარ სუბარის განცხადებით, ვერტმფრენის მეშვეობით, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაათვალიერეს და სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილი ადამიანების ნაწილის გამოყვანა დაიწყება.

 

მისივე თქმით, მოსახლეობის უმრავლესობას საცხოვრებელი ადგილის დატოვება არ დასჭირდება, ვინაიდან უკვე მიმდინარეობს ხიდებისა და გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთების აღდგენა.

 

„ჩვენ დავათვალიერეთ, ზემოდან შემოვუფრინეთ და ახლა მივდივართ, რომ ჩარჩენილი მოსახლეობის ნაწილი გამოვიყვანოთ. უმრავლესობას წამოსვლა არ სჭირდება, რადგან გზა მალე აღდგება. პრაქტიკულად უკვე დაიწყო ხიდებისა და გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთების აღდგენა, ზოგან შემოვლითი გზის აღდგენა.  ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე და ტექნიკის მობილიზებაც ხდება. თუმცა, არიან ადამიანები, რომელთა გამოყვანის საჭიროება არის“, – განაცხადა სუბარმა.

 

ამასთან, სუბარის განმარტებით, სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანების მხრიდან მიიღეს ინფორმაცია მედიკამენტების საჭიროების შესახებ, რაც უზრუნველყოფილი იქნება.

 

„ამ წუთისთვის 2000 მოსახლეა დარჩენილი გზის გარეშე და ამდენივე ადამიანს შუქი არ აქვს. 400 აბონენტი წყლის გარეშეა და მიმდინარეობს ღონისძიებები, რომ მივაწოდოთ სახლებში წყალი, ვიდრე აღდგება სისტემა. თუ ვინმეს განსაკუთრებული საჭიროება აქვს, იქნება ეს სურსათი, თუ წამლები, მივაწოდოთ“, – განაცხადა სუბარმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner