logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ბოლო რამდენიმე წელიწადში გაცილებით მეტი გაკეთდა, ვიდრე წინა 20-წლიან პერიოდში
- +

29 ივლისი. 2020. 15:24

 

 

„ბოლო 8 წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა 40-მდე ახალი მცირე და საშუალო ჰიდროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეა 654 მგვტ. ამ თვალსაზრისით, ბოლო რამდენიმე წელიწადში გაკეთდა გაცილებით მეტი, ვიდრე წინა 20-წლიან პერიოდში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

 

მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ 8-წლიან პერიოდში უკვე აშენდა ან მშენებლობის პროცესში გადავიდა ისეთი სტრატეგიული ჰიდროსადგურები, რომლებზეც მანამდე წლების მანძილზე მიმდინარეობდა ლაპარაკი. მისი თქმით, აშენდა და ამოქმედდა შუახევიჰესი, მშენებლობის პროცესში გადავიდა ნამახვანი ჰესი და ნენსკრა ჰესი. გარდა ამისა, ექსპლუატაციაში შევიდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ორი თბოელექტროსადგური გარდაბანში.

 

 

„ენერგეტიკაში ჩვენი მთავარი ამოცანაა, განვავითაროთ ჩვენი საკუთარი ენერგეტიკული რესურსი, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner