ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეჩერების მიზნით კომენდანტის საათი დაწესდა.
„ევრონიუსის“, ინფორმაციით, კომენდანტის საათი საღამოს 11:30 საათიდან დილის 6:30 საათამდე იქნება ძალაში.
ბელგიაში დაფიქსირებული „კოვიდ-19“-ის შემთხვევების 70 პროცენტი ანტვერპენშია გამოვლენილი, რის გამოც ქალაქში კორონავირუსის შემაკავებელი მკაცრი ზომები მოქმედებს. მათ შორის, სავალდებულოა პირბადეების ტარება.
ბელგიაში „კოვიდ 19“-ის 66 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 10 ათასს უახლოვდება.