logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე: სააკაშვილს გეგმები აქვს, როგორ დაძაბოს ქვეყანაში არჩევნების წინ ვითარება
- +

23 ივნისი. 2016. 17:33


„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებმა შესაძლოა, საკმაოდ მძიმედ ჩაიაროს.


ჟურნალისტებთან საუბრისას მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დღეს მრავლად არიან ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა სურთ, მათ შორის არიან სააკაშვილი და ყოფილი ხელისუფლების წევრებიც.


მძიმე საარჩევნო გარემო იქნება, უკვე არის და ეს გაგრძელდება. მით უმეტეს, რომ არიან ძალები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც ოცნებობენ, რომ საქართველო არჩევნების დროს გამოვიდეს საკონსტიტუციო სივრციდან. ეს კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ ამის გამკეთებლები ჩვენი სპეცსამსახურები არ არიან. კანონიერი ქურდები" ვერ დაუჭერიათ, სანამ ვინმე არ მიუთითებს იმაზე, რომ შემოვიდა ან გავიდაო.

 

სპეცოპერაციის ჩატარებიდან სამი დღის შემდეგ გამოდის მმართველი ძალის პოლიტსაბჭოს წარმომადგენელი და ამბობს, რომ აი, ახლა რას იტყვის ის პოლიტიკური ძალაო - იმ პოლიტიკური ძალის მეხოტბე მე ვერ ვიქნები, მაგრამ იმათ რომ არ ეთქვათ, საერთოდ, ვერ გაიგებდა საზოგადოება, ეს კანონიერი ქურდი საქართველოში შემოვიდა თუ არ შემოვიდა. რა ვიცი, როგორ აქვთ ტვინის უჯრედები მოწყობილი, მიკვირს", - განაცხადა ბარამიძემ.


შეკითხვაზე, ვის გულისხმობდა ის ქვეყნის გარეთ მყოფ პოლიტიკურ სუბიექტებში, რომლებსაც დესტაბილიზაციის გამოწვევა სურთ, მან განაცხადა, რომ საუბრობდა მიხეილ სააკაშვილზე და მისი გუნდის სხვა წევრებზეც.


ვის ვგულისხმობ და, რა თქმა უნდა, სააკაშვილს და მის გუნდს, რომელიც მოკალათებულია უკრაინაში. მთელი გეგმები აქვს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოში მთელი რიგი უკმაყოფილო კლასების გამოყენებით, არჩევნების წინ დაძაბულობა ქვეყანაში", - განაცხადა ბარამიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner