logo_geo
eng_logo
შს მინისტრის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა
- +

29 ივლისი. 2020. 21:13

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინა გარდაცვლლი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის თხოვნა და მინისტრის გადაწყვეტილებით, საქმის გამოძიება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისგან, თბილისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.

 

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner