რაჭაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მამისონის 118-ე კმ-ზე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს სამუშაო დამატებითი ტექნიკის გადასასროლად, თუმცა სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს
სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები
ადგილზე მობილიზებულები არიან საპროექტო ჯგუფი, მეგზევეები და მეხიდეები. პირველად ინფორმაციაზე დაყრდნობით საპროექტო გადაწყვეტებზე იმუშავებენ როგორც პირველადი რიგის საპროექტო გადაწყვეტილებები ასევე, შემდგომი პრევენციის იქნება შემუშავებული.ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე გაუწევენ კოორდინაციას სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებს და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა
რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების უმოკლეს ვადებში ჩატარებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ღონისძიებებს ადგილზე ხელმღვანელობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი