logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: სასიხარულოა, რომ საქართველოში ავსტრიული კომპანიების რაოდენობა იზრდება
- +

29 ივლისი. 2020. 21:28

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, არად ბენკოსთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

 

 

შეხვედრის მიმდინარეობისას საუბრის მთავარი თემა ბოლო ოთხწლიან პერიოდში საქართველო-ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და მათი განვითარების პოზიტიური დინამიკა იყო. ნათია თურნავამ და არად ბენკომ ხაზგასმით აღნიშნეს - მნიშვნელოვანია, რომ დღითიდღე იზრდება იმ ავსტრიული კომპანიების რიცხვი, რომლებიც თავის საქმიანობას საქართველოში წარმართავენ.

 

 

როგორც შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ავსტრიის ელჩმა დადებითად შეაფასა ბოლო პერიოდში საქართველოს გაზრდილი მიმზიდველობა როგორც ტურისტული, ასევე ბიზნესპოტენციალის თვალსაზრისით.

 

 

ამაზე მეტყველებს სულ ბოლო ფაქტიც, რაც ახლა დაფიქსირდა - ავსტრიული გიგანტის „OMV ჯგუფის“ წევრი კომპანიის ნავთობის და გაზის მოპოვების სფეროში საქართველოში შემოსვლა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველო არის ძალიან მიმზიდველი ბიზნესპლატფორმა და ბაზარი ზოგადად ევროპული, მათ შორის ავსტრიული კომპანიებისთვის. და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი იქნება გასაკეთებელი, ჩვენ პრაქტიკულად, უფრო აგრესიულ, პროაქტიულ საინვესტიციო პოლიტიკას ვიწყებთ, რომ გამოვიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რაც პანდემიის შემდეგ გაუჩნდება გლობალურ ბიზნესებს და რა თქმა უნდა, ავსტრიული ბიზნესები ჩვენი ერთ-ერთი სამიზნეა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner