პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ, დერეკ მიტჩელთან და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ NDI-ის წამყვანი ექსპერტი და საარჩევნო პროგრამის დირექტორი, პატრიკ მერლო, NDI-ის ევრაზიის პროგრამების დირექტორი, ლორა ჯუიტი, NDI-ის ყირგიზეთის ოფისის დირექტორი, ალან გილამი და NDI - საქართველოს პროგრამის უფროსი მენეჯერი და მრჩეველი გენდერულ საკითხებში, თეონა ყუფუნია.