logo_geo
eng_logo
Jandacva.ge-ის პრესკლუბში პირველ შეხვედრას დავით მაჭარაშვილი გამართავს
- +

1 მარტი. 2016. 17:02



2 მარტს, 16.00 საათზე, jandacva.ge-ის პრესკლუბში (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - GAU, მის: ალექსიძის 8)  ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით პირველ შეხვედრას გამართავს ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით მაჭარაშვილი. სასაუბრო თემა იქნება მედიკამენტების ხარისხი.


jandacva.ge-ის  პრესკლუბი - ეს არის ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის  ერთობლივი პროექტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება მედიისა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზებაა. ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაცია ითამაშებს ერთგვარი მედიატორის როლს ჟურნალისტებსა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს შორის. ასოციაციის მიერ დაარსებული პრესკლუბი სისტემატურად უზრუნველყოფს მოსახლოებისთვის საინტერესო და საჭირო თემების განსახილველად გამოტანას. ჩვენ მიერ ორგანიზებული შეხვედრებით მედიის წარმომადგენლები შეძლებენ მიიღონ პასუხი  მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე. 


ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციის უმთავრესი ამოცანაა სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება. კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების ჩატარებით ასოციაცია ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან, ექსპერტებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიულ ჯგუფებთან და გაერთიანებებთან თანამშრომლობას. ასოციაციის კარი ღიაა ჯანდაცვის საკითხებით დაინტერესებული ყველა ჟურნალისტისთვის.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner