ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ამერიკის ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც დაინტერესებული პირებისგან შეუსაბამო კომენტარები მოჰყვა.
აი რას პასუხობს გაბრიჭიძე მათ:
„ცოტა ხნის წინ დავდე კელი დეგნანის ფოტო, რომელშიც აშშ-ს ელჩს საქართველოს დროშის სიმბოლოში გადაწყვეტილი პირბადე უკეთია.
ატყდა რუზრუზი და რია-რია.
ფეიკია, ქვედა მხარე არ არის სიმეტრიული და მსგავსი რაღაცეები.
რა მინდა ვთქვა:
- უკაცრავად მაგრამ ეს სურათი ფეისბუკში რომ გამოჩნდა ცუდია?
ერთხელ შევარდნაძემ თქვა - ცეკავშირი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ უნდა გამოგვეგონებინაო.
რატო გიტყდებათ?
კაი, ვთქვათ ფოტოშოპია.
მგონი მილანის აეროპორტის ტუალეტში "გადაღებულ" სელფებს ჯობია.
პუტინის ფოტო რომ დამედო, ხომ აღფრთოვანების ნიაღვარი და დაბრუნებული აფხაზეთი იქნებოდა კომენტარებში.
კარგით რა, კარგით რა“- წერს გაბრიჭიძე.