მინსკში პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, შკლიაროვი ბლოგერ სერგეი ტიხანოვსკიზე მუშაობაში დაადანაშაულეს, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ქმარია. სახელმწიფო მედიის ცნობით, შკლიაროვს კონკურენტების შტაბებში თავისი აგენტები ჰყავს.
თავად სერგეი ტიხანოვსკი მილიციელების მიმართ ძალადობისთვის დააკავეს. ის თავად აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ დაკავების შემდეგ კანდიდატურა მისმა ცოლმა წარადგინა.
შკლიაროვი ანგელა მერკელის, ბერნი სანდერსის და ბარაკ ობამას კამპანიებში მუშაობდა. 2018 წელს, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანიას წარმართავდა.