logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: არ არის გასაკვირი, რომ მათი ე.წ. „ერთობა“ უკვე დაირღვა
- +

30 ივლისი. 2020. 02:36

 

 

დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაში წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესები შეაფასა. როგორც დეპუტატმა „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობა“ და მისი სატელიტები საზოგადოების ნდობას ვერ მოიპოვებენ. მისივე თქმით, მას არ უკვირს, რომ ოპოზიციური ერთობა უკვე დაირღვა.

 

ნაციონალური მოძრაობის“ სამეტყველო ენა არის ძალადობა, არის ლანძღვა, არის შეურაცხყოფა და ორმაგი და სამმაგი სტანდარტები. არ არის გასაკვირი, რომ მათი ე.წ. „ერთობა“ უკვე დაირღვა და არჩევნებამდე რა სახით მიაღწევენ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რა ფორმითაც არ უნდა მოხდეს გადანაწილება და ე.წ. მათი შეთანხმება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ ერთხელ გამოუტანს ქართული საზოგადოება შესაბამის განაჩენს „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა და სტრატეგია "აღმაშენებლის" ექსპერტებმა ახალი პლატფორმა, სახელწოდებით „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნეს და „ძალა ერთობაშია“ დატოვეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner