logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: კონკრეტული ადამიანებისთვის მიყენებული ზარალიც იქნება დათვლილი და შემდეგ ვიფიქრებთ ანაზღაურების ფორმებზე
- +

30 ივლისი. 2020. 03:08

 

 

სოზარ სუბარმა რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მუშაობის შესახებ ისაუბრა. როგორც პრემიერის მრჩეველმა რეგიონების საკითხში „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მთელი დღის განმავლობაში სწავლობდნენ თითოეულ ლოკაციაზე შექმნილ ვითარებას, დაღამების შემდეგ კი მთელი გუნდი 5 საათის განმავლობაში ადგენდნენ მოქმედების გეგმას.

 

ხვალიდან ეს მუშაობა უფრო ფართო ფრონტზე გავა და ზარალის დათვლაც პარალელურად დაიწყება. არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი, არამედ კერძო სექტორის, კონკრეტული ადამიანებისთვის მიყენებული ზარალიც იქნება დათვლილი, შეფასებული და შემდეგ ვიფიქრებთ ანაზღაურების ფორმებზე“, - განაცხადა მან.

 

მისივე თქმით, მოსახლეობის დახმარების პროცესში მონაწილეობის მზადყოფნა საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციაც გამოთქვა.

 

უხვი ნალექის გამო რაჭაში რამდენიმე სოფლისკენ მისასვლელი გზა დაზიანდა. პრემიერის ბრძანებით, რეგიონში სტიქიის შედეგების ოპერატიულ რეჟიმში

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner