logo_geo
eng_logo
E ჯგუფი - ტურნირს მხოლოდ შვედეთი გამოეთიშა
- +

23 ივნისი. 2016. 17:55


ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები დასრულდა და უკვე ცნობილია, თუ რომელი გუნდები ითამაშებენ ტურნირის 1/8-ფინალურ ეტაპზე. E ჯგუფი დიდ ინტერესს იწვევდა გულშემატკივრებში, რადგან ოთხივე გუნდს ჰქონდა იმის ამბიცია, რომ ჯგუფიდან გაეღწია. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა.

ჯგუფის ფავორიტმა ბელგიამ პირველ მატჩში იტალიასთან 0:2 იგემა მარცხი, თუმცა ამის შემდეგ ირლანდია გაანადგურა - 3:0 და ბოლო ტურში შვედეთთან საჭირო გამარჯვება მოოიპოვა - 1:0. „წითელმა ეშმაკებმა" მეორე ადგილი დაიკავეს.

პირველ ადგილზე იტალია აღზევდა, რომელმაც ბელგიელებზე გამარჯვებას შვედებთან მოგებაც მიუმატა - 1:0 და ბოლო ტურში ირლანდიასთან მინიმალური სხვაობით მარცხის (0:1) მიუხედავად, პირველობა არავის დაუთმო.

ირლანდიასა და შვედეთს ბოლო ტურამდე თანაბარი - 1-1 ქულა ჰქონდათ და ბოლო ტურში ორივეს გამარჯვება ესაჭიროებოდა, თუმცა შვედეთი დამარცხდა, ირლანდიამ კი ბოლო წუთებზე გატანილი გოლის წყალობით, უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

1/8-ფინალურ ეტაპზე იტალია ესპანეთს შეერკინება, ბელგია - უნგრეთს, ირლანდია კი მასპინძელი საფრანგეთის გამოგდებას შეეცდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner