logo_geo
eng_logo
რაჭის საკურორტო და სტიქიის ზონიდან უკვე 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს
- +

30 ივლისი. 2020. 12:19

 

 

რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად, გრძელდება მოქალაქეთა გამოყვანა საკურორტო და სტიქიის ზონიდან, ასევე მოქალაქეების საკვებითა და მედიკამენტებით მომარაგება.

 

„ახლა აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები. წუხელ ხუთ სოფელს აღუდგა ელექტროენერგიის მომარაგება. დღის ბოლომდე შესაძლებელია, კიდევ სამ სოფელში აღდგეს. ასევე, 400 აბონენტს ქალაქ ონში წყალმომარაგება აღუდგა, 150-მდე ადამიანი გადმოყვანილია საკურორტო და სტიქიის ზონიდან“, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

 

მისივე თქმით, მიმდინარეობს ცენტრალურ მაგისტრალზე კრიტიკული ობიექტების შემოვლითი გზის აღდგენა

 

„ზარალს ვერ ვითვლით, რადგან ძალიან დიდია და რამდენიმე დღე დასჭირდება დათვლას. ხიდებზეც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ვცდილობთ, მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს სამუშაოების შესრულება. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, ძალიან რთული სამუშაოებია და ასე ვერ ვიტყვით, რამდენი დღე დასჭირდება. დაახლოებით 10 დღე, თუ კლიმატურმა პირობებმა ხელი არ შეგვიშალა. ვერტმფრენები მობილიზებულია და თუ ვინმე გადმოყვანის სურვილს გამოთქვამს, აუცილებლად მოხდება მისი გადმოყვანა. სადაც პროდუქტისა და მედიკამენტების დეფიციტია, ოპერატიულად ხდება მიწოდება“, – აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner