logo_geo
eng_logo
საქართველო ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს
- +

23 ივნისი. 2016. 17:56

24 ივნისს, 11:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, თბილისში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში (მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი 240), ახალგაზრდული კინოფესტივალიჯიფონი საქართველო 2016“  გაიხსნება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 13-დან 18 წლამდე ასაკის, 6 ქვეყნის 350 ახალგაზრდა (საქართველო, იტალია, მაკედონია, ხორვატია, სომხეთი, აზერბაიჯანი).

 

კინოფესტივალის მიზანია ახალგაზრდა თაობისთვის თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება და კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლება, ასევე კინოხელოვნების საშუალებით, მოზარდებს შორის კომუნიკაციის გაღრმავება და კრიტიკული აზროვნების უნარის ჩამოყალიბება.

 

 კინოფესტივალის პროგრამა, გარდა კინოჩვენებებისა, ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, სემინარებს და სხვა აქტივობებს. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ანიმაციის, სცენარის წერის, კადრირებისა და კინოპოსტერების შექმნის ვორკშოფებში.

 

საბავშვო და ახალგაზრდული ფილმების ფესტივალიჯიფონიიტალიაში 1971 წლიდანყოველწლიურად იმართება და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საბავშვო კინოფესტივალია. 2016 წელს მას 50 ქვეყნის 3900 მონაწილე ეყოლება, რომლებიც ჟიურის წევრების რანგში იქნებიან პროექტში ჩართულ. ჯიფონის კინოფესტივალს აქვს შექმნილი მსოფლიო ქსელი, რომლის წევრიც არის საქართველო.

 

აღსანიშნავია, რომ ჯიფონის კინოფესტივალის ქართული ანალოგი პირველად 2014 წლის 14 დეკემბერს ჩატარდა და მასში ქვეყნის მასშტაბით, 250-მა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ რეგიონში მხოლოდ ჩვენი ქვეყანა ფლობს ფესტივალის ჩატარების ექსკლუზიურ უფლებას.

 

ჯიფონი-საქართველო 2016“  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.

 

 

 

 

ფესტივალის განრიგი:


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner