logo_geo
eng_logo
გიორგი რურუას საქმის პროკურორი: დღეს სასამართლომ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო
- +

30 ივლისი. 2020. 14:21

 

 

„ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საბოლოოდ შეაფასა დღეს სასამართლომ და მიიღო ის ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება, რომ ბრალად წარდგენილ ქმედებებში, ანუ 381-ე მუხლის პირველ ნაწილში და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებში, გიორგი რურუა სცნო დამნაშავედ”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი რურუას საქმის პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ განუცხადა.

 

„ერთობლიობაში სასამართლომ მიუსაჯა მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. თავისთავად ეს არის ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ მიიღო. მტკიცებულებების შეფასების შედეგად მივიდა სასამართლო ამ გადაწყვეტილებამდე. მოცემულ მტკიცებულებებს რაც შეეხება, ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა როგორც ერთი დანაშაულის მიმართ, ასევე მეორე დანაშაულის მიმართ. პოლიტიკურ ჭრილს რაც შეეხება, თავისთავად მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო, ბრალდების მხარეს კონკრეტული მტკიცებულებები ჰქონდა წარდგენილი და ამ მტკიცებულებების შეფასება მოხდა სასამართლოს მიერ“, - განაცხადა სამხარაძემ.

 

სასმართლომ გიორგი რურუა იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. რურუას ადვოკატები საქმის გასაჩივრებას აპირებენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner