logo_geo
eng_logo
F ჯგუფი - ვინ არის აუტსაიდერი?
- +

23 ივნისი. 2016. 18:18


ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა და უკვე ცნობილია, თუ რომელი გუნდები ითამაშებენ ტურნირის 1/8-ფინალურ ეტაპზე. F ჯგუფში ყველაფერი თავდაყირა ჯერ კიდევ პირველივე ტურში დადგა, როდესაც ჯგუფის ფავორიტმა პორტუგალიამ ისლანდიის დამარცხება ვერ შეძლო - 1:1, ავსტრიამ კი უნგრეთთან 0:2 წააგო.

უნგრელებმა ნამდვილად ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვეს. ავსტრიაზე გამარჯვების შემდეგ, მათ პორტუგალიასთან (3:3) და ისლანდიასთან (1:1) ფრე ითამაშეს და აქტივში 5 ქულით, პირველი ადგილი დაიკავეს ჯგუფში.

ისლანდიელებმა ნამდვილად უნდა იამაყონ საკუთარი გუნდით. გულშემატკივართა და საფეხბურთო ექსპერტთა უმრავლესობა მათ აუტსაიდერებად მოიაზრებდა, თუმცა ამ ჯუჯა სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მარცხის გარეშე დაასრულეს ჯგუფში ასპარეზობა - ფრე პორტუგალიასთან (1:1) და უნგრეთთან (1:1), ბოლო ტურში კი ავსტიას 2:1 სძლიეს.

პორტუგალიამ სამივე მატჩი ფრედ დაასრულა და მესამე ადგილით, ძლივს მოიპოვა 1/8-ფინალური ეტაპის საგზური. თანაც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო მატჩში ისინი უნგრელებთან მატჩის მსვლელობისას 3-ჯერ აგებდნენ, თუმცა სამივეჯერ შეძლეს წონასწორობის აღდგენა.

რაც შეეხება ავსტრიას, გუნდმა 2 მარცხი იგემა და მხოლოდ პორტუგალიასთან შეძლო უგოლო ფრეს თამაში - 0:0. შედეგად გუნდმა 1 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა და ტურნირს გამოეთიშა.

1/8-ფინალურ ეტაპზე უნგრეთი ბელგიას დაუპირისპირდება, პორტუგალია - ხორვატიას, ისლანდია კი მორიგი სასწაულის ჩადენას ინგლისთან შეეცდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner