logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი აშშ-ში არჩევნების გადადების ინიციატივით გამოდის
- +

30 ივლისი. 2020. 17:40

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების გადადების წინადადებით გამოდის.

 

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ფოსტით ხმის მიცემა ზუსტ შედეგს ვერ აჩვენებს.

 

„ფოსტით ხმის მიცემით, 2020 წელს ისტორიაში ყველაზე არაზუსტი და გაყალბებული არჩევნები გვექნება. ეს აშშ-სთვის სამარცხვინო იქნება. გადადეთ არჩევნები, ვიდრე ხალხს უსაფრთხოდ და წესების დაცვით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნებათ“, – წერს ტრამპი „ტვიტერზე“.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერში ჩატარდება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner