logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: მარტივად და „გლეხურად“- რა ხდება რეალურად ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით!
- +

30 ივლისი. 2020. 22:02

 

 

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის განმარტებას აკეთებს.

 

 

გაგიფორმე ხელშეკრულება (პირობითად მე), შევთანხდმით რომ  მე და შენ უნდა ავაშენოთ პორტი, სადაც შენ უნდა დახარჯო 100 ლარი, მე კიდევ დავხარჯავ 30 ლარს, მაგრამ ეს ხარჯვა უნდა მოხდეს ერთდროულად მე და შენ ერთად უნდა შევიტანოთ ეს თანხა, რათა ორივეს გვქონდეს გარანტია რომ პორტი დამთავრდება. ამის შემდეგ, მე შემომაქვს ჩემი წილი 30 ლარი და იწყება მშენებლობა, შენ არ შემოგაქვს შეთანხმებული 100 ლარი. გადის 1 თვე, ორი თვე, უკვე ჩემი ფულიც იწურება (რომელიც ჩადებულია) და პორტის მშენებლობაც არ გრძელდება და ასევე არ გრძელდება ვალდებულება, სადაც შავით თეთრზე წერია რომ შენ უნდა შემოიტანო ჩემთან ერთად. მე, არ მინდა რომ შენთან გავწყვიტო ურთიერთობა და კეთილ ნებას გამოვხატავ და გიგრძელებ გადახდის ვადას, გაძლევ სამ თვეს და ასევე, არ გარიცხავ პროცენტს რომელიც პირგასამტეხლოა. გადის სამი თვე, მაგრამ შენ კვლავ არ შეგაქვს თანხა. მე ისევ არ მინდა რომ ეს ასე დამთავრდეს და შენ კიდევ გიგრძელებ სამი თვით და არც ახლა გარიცხავ პროცენტს და ეს გაგრძელება და პროცენტის პატიება ხდება კიდევ 5 ჯერ, ერთიანობაში მე შენ გიგრძელებ გადახდის ვადას 7 ჯერ და ასევე არ გარიცხავ პირგასამტეხლოს. ბოლოს უკვე ვხედავ, რომ მხოლოდ ჩემი მხრიდან პატიება და გვერდში დგომა საქმეს არ წაადგება და ხელშეკრულებას გიწყვიტავ. და რა ხდება ამის შემდეგ? შენ მიდიხარ და მე მიჩივი საარბიტრაჟო სასამართლოში, რატომ შემიწყვიტა ხელშეკრულებაო!!!

 

მარტივად და ,,გლეხურად" ავხსენი, რომ იცოდეთ რაც ხდება რეალურად ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით!!!

პატივისცემით,

ირაკლი ლატარია!!!

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner