logo_geo
eng_logo
საპატრიარო უწმინდესის მიერ მსოფლიო პატრიარქისადმი მიწერილ წერილს ასაჯაროებს
- +

23 ივნისი. 2016. 18:22


საქართველოს საპატრიარქო, სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის წერილს ასაჯაროებს, რომლის ადრესატიც მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველია.



გულითადად მოგესალმებით და შევთხოვთ უფალს, რათა მოგანიჭოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერ სიცოცხლე.

 

ამასთან გვინდა გაცნობოთ, რომ .. 17 ივნისით დათარიღებული თქვენი წერილი ჩვენ ჯერ არ მიგვიღია. მისი შინაარსის შესახებ მხოლოდ ინტერნეტით შევიტყვეთ და ჩვენი მხრიდან პასუხის დაგვიანებაც ამ მიზეზით არის განპირობებული.

 

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, გაცნობებთ, რომ .. 10 ივნისის საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის გადაწყვეტილების გამო თქვენი თხოვნის შესრულებას ვერ შევძლებთ. სხდომის დადგენილებები თქვენც გადმოგეგზავნათ და სხვა ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებსაც. მასში აღნიშნული იყო ის კონკრეტული მიზეზები, რამაც განაპირობა ჩვენი ჩამოუსვლელობა. ამიტომაც, არასწორია კრებაზე საქართველოს ეკლესიის დელეგაციის არდასწრების პოლიტიკურ ან ნებისმიერ სხვა ჭრილში გადატანა.

ამასთან აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად ჩვენი არყოფნისა, თვალს ვადევნებთ სხდომების მიმდინარეობას და ვიმედოვნებთ, რომ, ღვთის მადლით, საბოლოო შედეგები მისაღები იქნება ეკლესიის სისავსისათვის.

ახლა კი შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკლესიას ხელი არ აქვს მოწერილი პროექტზექორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები" და მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია VI მსოფლიო კრების 72- კანონის დოგმატური აკრძალვის შეცვლა და ეკლესიის საიდუმლოებაში არამართლმადიდებელთა მონაწილეობის დაშვება საკრებო განჩინებით.

 

აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს დაგმობილი აქვს და ჯერ კიდევ 1998 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე, მეორედ კი - 2016 წლის 25 მაისს. მას ხელი არც მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა იანვრის შეხვედრაზე მოვაწერეთ და თუკი ვინმე აპელირებას მოახდენს შამბეზიში კრების რეგლამენტზე (დღის წესრიგზე) ჩვენს ხელმოწერაზე, მათ შევახსენებთ, რომ ეს ხელმოწერა მოხდა მანამდე, ვიდრე განსახილველად იქნებოდა გამოტანილი აღნიშნული დოკუმენტი და ჩვენც იმედი გვქონდა ერთობლივი პოზიციის შემუშავებისა, რაც არ გამართლდა. სამწუხაროდ, მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა ფანარშიც, როცა თქვენი მიწვევით საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ამ საკითხზე კონსესუსის მისაღწევად იყო ჩამოსული და რაკი ეს არ განხორციელდა მათ განმეორებით მოითხოვეს დოკუმენტის კრების წესრიგიდან ამოღება.

 

ახლაც კიდევ ერთხე გთხოვთ, არ განიხილოთ დოკუმენტიქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები", რადგანც იგი არ გახლავთ მიღებული კონსესუსით და მას არც ანტიოქიის ეკლესია აწერს ხელს.

 

შეგახსნებეთ იმასაც, რომ 2016 წლის შამბეზის შეხვედრაზე განვაცხადეთ, რომ შამბეზში დამოწმებული დოკუმენტები გასაჯაროების შემდეგ საქართველოს წმინდა სინოდს წარედგინებოდა საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.

 

.. 25 მაისს გამართულმა წმინდა სინოდის სხდომამ კი დაადგინა, რომ:

) დოკუმენტიმართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" შეიცავს სერიოზულ ეკლესიოლოგიურ და ტერმინოლოგიურ ცდომილებებს და საჭიროებს სერიოზულ გადამუშავებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია მას მისაღებად არ მიიჩნევს.

) დოკუმენტიმართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში" ასევე საჭიროებს ცვლილებებს (მითითებული იყო კონკრეტული ადგილები).

) ქორწინების დოკუმენტზე ზემოთ ვისაუბრეთ.

 

თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ გვჯერა თქვენი სიბრძნისა და კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ იმედს იმისას, რომ არ დაუშვებთ ეკლესიის წიაღში პრობლემების შექმნას და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც მართლმადიდებლთა ერთობას ჩრდილს მიაყენებს.

ვლოცულობთ თქვენთვის

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი", - ნათქვმია წერილში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner