logo_geo
eng_logo
ლიეტუვის ელჩი ზურაბ ხონელიძეს მადლობას უხდის
- +

30 ივლისი. 2020. 23:16

 

 

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის, მისი აღმატებულება გიედრიუს პუოძიუნასის წერილი მიიღო:

 

 

 

პატივცემულო ბატონო რექტორო,

 

 მე მიმთავრდება საქართველოში ლიეტუვის ელჩის მისია, რომელსაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვასრულებდი. მე მქონდა პატივი და პრივილეგია, ლიეტუვის სახელმწიფო წარმომედგინა მშვენიერ საქართველოში, რომელიც ჩვენი ქვეყნის კარგი მეგობარი და პარტნიორია.

 

 ამ წლების განმავლობაში სიამოვნებით ვაკვირდებოდი, თუ როგორ დგამდა საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მიღება. ლიეტუვა ყოველთვის იყო და რჩება ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერად და სადაც ეს შესაძლებელია თავის ხმასა და შესაძლებლობებს საქართველოს სასარგებლოდ იყენებს.

 

 

მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის, რომელიც ჩვენი საელჩოს ინიციატივებმა და პროექტებმა მიიღო თქვენგან მიიღო თქვენგან პირადად, ასევე თქვენი უნივერსიტეტისა და გუნდისაგან. ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო და განსაკუთრებით გამიხარდა თქვენი მონაწილეობა ბალტიის გზის 30 წლის ზეიმზე. ამ თარიღის აღნიშვნის შემდგომი დღეებისა და კვირების განმავლობაში ჩვენ ვიღებდით პოზიტიურ გამოხმაურებას ბალტიისპირეთის ყველა რეგიონის, ასევე ჩვენი ქართველი მეგობრების მხრიდან. თქვენი ძალისხმევა და ერთგულება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რისთვისაც მადლობელი ვარ.

 

 

წელს ჩემი გამომშვიდობების საწყისი გეგმა იყო შეგვეკრიბა ყველა კოლეგა, პარტნიორი, მეგობარი და ყველა არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელთანაც მე საქართველოში ამ ხუთი წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდი იდეების საბოლოოდ გაცვლისა და ერთმანეთის საზოგადოებისაგან სიამოვნების მიღებისათვის. სამწუხაროდ, მიმდინარე მდგომარეობამ დაარღვია ეს გეგმები და ჩემი გამოსამშვიდობებელი ურთიერთობა კორესპონდენციით უნდა შემოიფარგლოს, რადგან ჩემი მეგობრებისა და პარტნიორების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა პირველ ადგილზეა.

 

 

დაბოლოს, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოდან წასვლისას დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ მის მომავალს, რადგან მე ვიმოგზაურე ამ პატარა, მაგრამ ლამაზ ქვეყანაში, შევხვდი მის ხალხს, ვისარგებლე მისი სტუმართმოყვარეობით და დავინახე მისი შეხედულება ცხოვრებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ფასეულობები, რომლებიც ქართველებს საზიარო აქვთ სხვა ევროპულ ერებთან, თანდათანობით მიიყვანენ მათ სასურველ მიზნებთან.

 

 მე ვრჩები საქართველოს და თქვენს მეგობრად, მიუხედავად ჩემი ოფიციალური ტიტულისა.

პატივისცემით,

გიედრიუს პუოძიუნასი“.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner