logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: უნდა შევძლოთ ყველანაირი საშუალების გამონახვა იმისთვის, რომ ბავშვებმა განათლება უსაფრთხო გარემოში მიიღონ
- +

31 ივლისი. 2020. 02:32

 

 

 

ჯერჯერობით ადრეა იმაზე საუბარი, როგორი შეიძლება იყოს სასწავლო პროცესი, რადგან ჯერ კიდევ თვენახევარია დარჩენილი სწავლის დაწყებამდე და როგორიც იქნება ვირუსის გავრცელება საქართველოში, იმის მიხედვით გადაწყვეტს განათლების სამინისტრო, სწავლის რომელ პროცესს აირჩევს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ინტენსიური კომუნიკაცია აქვს განათლების სამინისტროსთან.

 

განათლების სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა სცენარზე, როგორ შეიძლება განხორციელდეს სასწავლო პროცესი. მათთვის, ისევე როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ყველანაირად უსაფრთხო გარემო ჩვენი მოსწავლეებისთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ ყველანაირი საშუალების გამონახვა იმისთვის, რომ ბავშვებმა განათლება უსაფრთხო გარემოში მიიღონ. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ყველანაირი მობილიზაციაა იმისთვის, რომ მაქსიმალური რეკომენდაციები მივცეთ განათლების სამინისტროს, რათა ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო შეიქმნას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner