logo_geo
eng_logo
გიორგი გონაძე: მოსახლეობა, ისევე როგორც ტურისტები, რაჭული სიმშვიდით შევხვდით ამ სტიქიას
- +

31 ივლისი. 2020. 02:44

 

 

მინდა აღვნიშნო, რომ არანაირ პანიკას ადგილი არ ჰქონია ამ პერიოდში და მოსახლეობა, ისევე როგორც ტურისტები, ასევ ვთქვათ, რაჭული სიმშვიდით შევხვდით ამ სტიქიას, - ამის შესახებ ​რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძემ „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რეგიონში ჩასულ ტურისტებს კი პრობლემები არ შეექმნებათ, რადგან საკვების და მედიკამენტების მომარაგების მხრივ სირთულეები არ წარმოიქმნება, რაჭის დატოვებას კი ნებისმიერ დროს შეძლებენ.

 

„2 დღის მონაცემებით სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 211 მოქალაქე. ეს პროცესი გრძელდება. მინდა ადგილობრივ მოსახლეობას და ყველა მათ ახლობელს ვუთხრა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება მომავალ დღეებში. შექმნილია სპეციალური გრაფიკი და ყველა შესაბამის თემში ყოველდღიურად მოხდება ფრენები და მსურველებს შეეძლებათ თავისუფლად გამოსვლა სტიქიის ზონიდან“, - განაცხადა გონაძემ.

 

მისივე თქმით, ვერტმფრენები ონის მუნიციპალიტეტში მანამ დარჩებიან, სანამ საგზაო მიმოსვლა ყველა მიმართულებით არ აღდგება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner