ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
ხვალ, 24 ივნისს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2431 ლარი იქნება. დღეს ოფიციალური კურსი 2.2240 ლარი იყო.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.5603 ლარად იქნება შესაძლებელი.