საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.