logo_geo
eng_logo
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

31 ივლისი. 2020. 12:49

 

 

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

31 ივლისის მონაცემებით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ სომხეთში COVID-19 უკვე 38 550 შემთხვევაა დადასტურებული.

 

ბოლო ერთ დღეში სომხეთში კორონავირუსულ ინფექციას 10 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი COVID-19-ით ქვეყანაში 738 ადამიანი დაიღუპა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, სომხეთში სამი ადამიანი დაიღუპა სხვა დაავადებით, რომლებსაც კორონავირუსული ინფექცია ჰქონდათ. ასეთი შემთხვევების რიცხვი ქვეყანაში 228-ს აღწევს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner