სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის დარიალის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, კმ 134-კმ 135 მონაკვეთზე, საშიშ ზონაში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.