ჰონგ-კონგში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო, საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გადადეს. ამის შესახებ გაცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა, კერი ლამმა გააკეთა.
ჰონგ-კონგის საკანონმდებლო საბჭოს არჩევნები 6 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც ლამმა განაცხადა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო კენჭისყრა გადაიდო. ჰონგ-კონგის მთავრობის მეთაურმა ამ გადაწყვეტილებას „უკიდურესად რთული“ უწოდა.
30 ივლისს ჰონგ-კონგში კორონავირუსის 149 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.