logo_geo
eng_logo
ჰონგ-კონგში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო, საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გადადეს
- +

31 ივლისი. 2020. 14:45

 

 

ჰონგ-კონგში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო, საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გადადეს. ამის შესახებ გაცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა, კერი ლამმა გააკეთა.

 

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო საბჭოს არჩევნები 6 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც ლამმა განაცხადა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო კენჭისყრა გადაიდო. ჰონგ-კონგის მთავრობის მეთაურმა ამ გადაწყვეტილებას „უკიდურესად რთული“ უწოდა.

 

30 ივლისს ჰონგ-კონგში კორონავირუსის 149 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner