logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მიუღებელია ისეთი განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც ხელისუფლების დანაწილებას, ასევე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას
- +

31 ივლისი. 2020. 15:36

 

 

„ჩვენ გულდაწყვეტით უნდა ვთქვათ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის ნებისმიერი ისეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც ხელისუფლების დანაწილებას, ასევე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ასეთი კომენტარი შეგვიძლია გავაკეთოთ შესაბამის განცხადებებზე, რომელიც კეთდება კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან რურუას საქმესთან დაკავშირებთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, მართლმსაჯულების  დამოუკიდებლობა და ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდნენ, რა თქმა უნდა, ასევე, საქართველოს პარტნიორები.​

 

ტელეკომპანია „მთავარის“ თანადამფუძნებლის, გიორგი რურუასთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯას, შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ეხმიანება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner