logo_geo
eng_logo
პრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებებში ყოფილი მაღალჩინოსნების მდგომარეობით დაინტერესდა
- +

23 ივნისი. 2016. 19:43



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასჯელაღსრულების მინისტრ კახა კახიშვილს შეხვდა.



კახა კახიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი დღევანდელ შეხვედრაზე დაინტერესდა ყოფილი მაღალჩინოსნების მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში.



მისი თქმით, ყველა პატიმრის, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები გარანტირებულია პენიტენციურ დაწესებულებებში.



საქართველოს პრეზიდენტმა მთხოვა შეხვედრა, მოვედი. პრეზიდენტი დაინტერესდა ყოფილი მაღალჩინოსნების მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში, კერძოდ, არის თუ არა უზრუნველყოფილი კონსტიტუციით და კანონით გარანტირებული უფლებები. ვესაუბრე პრეზიდენტს პატიმრების პირობებთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ 2012 წლიდან საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა გრანდიოზული რეფორმები და ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი პირობებით. ამაზე არაერთხელ ისაუბრეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ყველა პატიმრის, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები გარანტირებულია ჩვენს დაწესებულებებში. თავად ამ პატიმრებსაც არასდროს გაუკეთებიათ განცხადება, ყოველ შემთხვევაში, მე არ მსმენია, რომ რაღაც დოზით მათი უფლებები ირღვევა ჩვენ პენიტენციურ სისტემაში", - აღნიშნა კახიშვილმა.



მისივე თქმით, ამ დროისთვის ამ საკითხზე შეხვედრის აუცილებლობა დადგა ევროპელი კოლეგების მიერ პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილის განხილვის ფარგლებში.

 

 

ახლა იმიტომ დადგა ამ შეხვედრის საჭიროება, რომ ევროპელმა კოლეგებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს განცხადებით. ამ განცხადების განხილვის პროცესში პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალა ჩემთან შეხვედრა", - განმარტა კახიშვილმა.



მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ვანო მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანის თაობაზე საუბარი არ ყოფილა.



ჩვენ ეს საკითხი არ განგვიხილია, რადგან მე არ ვარ საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი, რომ დეტალურად მქონდეს ინფორმაცია გამოძიების დაწყებისა და მიმდინარეობის შესახებ", - განაცხადა კახა კახიშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner