logo_geo
eng_logo
ტედროს გებრეიესუსი: კორონავირუსის შედეგებს მსოფლიო ათწლეულების განმავლობაში იგრძნობს
- +

31 ივლისი. 2020. 21:31

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის მსგავსი კრიზისი საუკუნეში ერთხელ ხდება და მის შედეგებს მსოფლიო ათწლეულების განმავლობაში იგრძნობს.

 

ჯანმოს ხელმძღვანელის თქმით, სხვადასხვა კვლევები ცხადყოფს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ ინფიცირების რისკის წინაშეა.

 

„ბევრი ქვეყანაში, სადაც ფიქრობდნენ, რომ ყველაზე ცუდი უკან მოიტოვეს, ახლა ახალ აფეთქებებს ებრძვკიან. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც გასული კვირების განმავლობაში კორონავირუსით ნაკლებად იყო დაზარალებული, ახლა შემთხვევების რაოდენობის მატებას ხედავს“, - აღნიშნა მან.

 

ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 17 106 007 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 668 910 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner