logo_geo
eng_logo
ამირან გიგუაშვილი: ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში ბრალი მკვდარ ედუარდ შევარდნაძესაც შეიძლება წარედგინოს!
- +

31 ივლისი. 2020. 23:52

 

 

„ედუარდ შევარდნაძე გამოძიების არცერთ ეტაპზე ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე დაკითხული არაა!“ - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უფლებამონაცვლე პირის კონსტანტინე გამსახურდიას ინტერესების დამცველმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.

 

ამირან გიგუაშვილის განცხადებით, შესაძლოა ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში ბრალი გარდაცვლილ ედუარდ შევარდნაძესაც წარედგინოს.

 

„ედუარდ შევარდნაძე გამოძიების არცერთ ეტაპზე ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე დაკითხული არაა! წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, თუ ვინმე დაინტერესებული იყო ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციით, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ედუარდ შევარდნაძე, მაგრამ სამართლებრივად საქმეში არ გვაქვს არცერთი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის ბრძანება ედუარდ შევარდნაძემ გასცა!

 

ვნახოთ, რას იტყვის გამოძიება... ისე, რომ იცოდეთ, ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში ბრალი მკვდარ ედუარდ შევარდნაძესაც შეიძლება წარედგინოს!“ - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner