logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: სტრატეგიულ პარტნიორებს აქვთ მოლოდინი, რომ საქართველოში მაღალი დონის არჩევნები ჩატარდება
- +

1 აგვისტო. 2020. 01:12

 

 

 

„საქართველო წარმოადგენს უპირობო ლიდერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ჩვენი ქვეყანა, ყოველთვის არის იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა განახორციელო რეფორმები და გაამყარო დემოკრატია ინსტიტუციონალურ დონეზე. ესაა მთავარი წარმატების ხაზგასმა და ყველასთვის ჩვენება, რომ საქართველომ ყველა მიმართულებით როგორი რეფორმები გაატარა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

კუჭავას განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორებს აქვთ მოლოდინი, რომ საქართველოში მაღალი დონის არჩევნები ჩატარდება.

 

 „ეს არ ნიშნავს რომ სრულყოფილები ვართ. პირიქით სამუშაო უფრო ბევრია. ამიტომ არის შედგენილი ახალი პროგრამები. მათ შორის სასამართლო სისტემა, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა სტატისტიკით ევროპის ქვეყნებში. რა თქმა უნდა დაიგეგმა რეფორმის მეოთხე ტალღა და კიდევ უფრო დაიხვეწება პროცესი მოსამართლეების შერჩევის პროცესი. საქართველოსგან მოლოდინი იყო ძალიან მაღალი და ყოველთვის იქნება. პარტნიორების შეფასება, რომ მოლოდინი გვაქვს საქართველოში მაღალი დონის არჩევნები ჩატარდება, არის ძალიან კარგი“,- განაცხადა კუჭავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner