logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: საავტომობილო ხიდით კავშირი, რაჭაში კიდევ ორ სოფელთან აღდგა
- +

1 აგვისტო. 2020. 02:29

 

 

„სამი დღის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა სტიქიის ზონის ყველა ობიექტზე. ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები. სამწუხაროდ 5 სოფელი ჯერ კიდევ გვრჩება საავტომობილო მოძრაობის გარეშე. სოფლების ნაწილთან მოძრაობა აღდგა შემოვლითი საავტომობილო გზით“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

„დღეს საღამოს ორ სოფელთან აღდგა უფრო მოკლე კავშირი საავტომობილო ხიდის მეშვეობით. ჩვენ ვმუშაობთ პირველ რიგში მდინარის კალაპოტში, ვაბრუნებთ მდინარეს თავის კალაპოტში შესაბამისად ვაწყობთ დროებით თხრილებს, გადასასვლელებს იმისთვის, რომ საავტომობილო მოძრაობა გახდეს შესაძლებელი. ხუთი სოფელი სამწუხაროდ საავტომობილო მოძრაობის გარეშეა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ჩაწყვეტილი მონაკვეთების აღდგენის თვალსაზრისით. დღეს ტექნიკას მიეცა საშუალება მესამე ჩაწყვეტილ მონაკვეთამდე მისულიყო და როდესაც ადგილზე მივედით ძალიან მძიმე ვითარება დაგვხვდა. ჩაწყვეტილი მონაკვეთების რაოდენობა საკმაოდ დიდია, საერთო სიგრძე არის 2 კილომეტრი და როდესაც შევაფასეთ ზიანის მასშტაბი ვთქვით, რომ დაახლოებით შესაძლოა 1 თვემდე ვადა დაგვჭირდეს დარჩენილ ხუთ სოფელთან აღვადგინოთ კავშირი“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner