logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
- +

1 აგვისტო. 2020. 10:58

 

შუახევში, დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში, მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დაბის ქუჩების კეთილმოწყობას. პროექტის ფარგლებში ეწყობა საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები, საფეხმავლო ბილიკი. დამონტაჟდება გარე განათება. პროექტით გათვალისწინებულია დასასვენებელი პარკის, ფანჩატურის და ეზოების კეთილმოწყობა.

 

აქტიურად მიმდინარეობს ზამლეთი-ხიხაძირის მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკვე დასრულდა ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტების, სანიაღვრე მილების, საყრდენი კედლების მოწყობა და მიმდინარეობს ორფენიანი ასფალტ-ბეტონის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები. აღნიშნული გზით ხულოს მუნიციპალიტეტი უკავშირდება სხალთის ხეობას, რაც ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner