თბილისის „დინამომ" ავსტრიულ შეგრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ქართული ფეხბურთის ფლაგმანი პოლონურ „ლეგიას" დაუპირისპირდა. საფინალო სასტვენის დროს, ტაბლოზე ფრე - 1:1 ფიქსირდებოდა.
შეხვედრაში ანგარიში ქართულმა კლუბმა გახსნა. მეტოქის კარი ზუსტი საჯარიმო დარტყმით მათე ცინცაძემ აიღო, თუმცა ზუსტად 10 წუთში, მიხაილ კუჩარჟიკმა წონასწორობა აღადგინა.
თბილისის „დინამო" მორიგ სპარინგ-მატჩს 26 ივნისს, რაზგრადის „ლუდოგორეცის" წინააღმდეგ გამართავს.