ულამაზესი და იშვიათი ზღვის ბინადარი Costasiella kuroshimae საზოგადოების ყურადღების ცენტრში ნამდვილად დამსახურებულად მოექცა. ცხოველს მოფერებით „ზღვის ფოთოლცვენას“, „ზღვის გლუვს“ და „ფოთლიან ცხვარსაც“ უწოდებენ, თუმცა იაპონურად მას Costasiella kuroshimae ეწოდება.
მეცნიერებმა და ბიოლოგებმა პატარა ზომის „გოჭუნიები“ იაპონიაში, ინდონეზიაში და ფილიპინებში არც თუ ისე დიდი ხანია რაც აღმიაჩინეს. Costasiella დიდი რაოდენობით წყალმცენარეებით იკვებება. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მათ ფოტოსინტეზის უნარი აქვთ. სიცოცხლის ასეთი ფორმა დედამიწაზე ჯერ არ არსებობს, „ზღვის ცხვარი“ ცოცხალ მცენარეს მომაგონებთ. ბიოლოგების თქმით, მცენარისა და ცხოველის სიცოცხლის ასეთი სახით გაერთიანება მათ ჯერ არ უნახავთ.