დეპუტატი დიტო სამხარაძე ჭავჭავაძის გამზირზე გაწული სამუშაოებით კმაყოფილია. სამხარაძის თქმით, საბოლოოდ თბილისი ევროპულ ქალაქს ნამდვილად ემსგავსება.
„ლოგიკურია, რომ ჭავჭავაძეზე მთელი თბილისის ავტომობილები დაიძრა! ჩვენ, ქართველები ინტერესიანი ხალხი ვართ, გვიყვარს ჩვენი თვალით დავინახოთ ყველაფერი, გადავამოწმოთ და ანალიზი გავუკეთოთ. მაგალითად მე, პრაქტიკულად არ ვიყენებ ჭავჭავაძის მიმართულებით მარშრუტს. მაქსიმუმ 2-3 თვეში ერთხელ მომიწიოს გამზირით სარგებლობა, ისიც თუ კონკრეტულ ლოკაციაზე მაქვს საქმე. ხოდა, დღეს, ინტერესიდან გამომდინარე, გავიარე ჭავჭავაძეზე. სიმართლე გითხრათ, თავი შუაგულ ევროპაში მეგონა, გერმანია! ისე რომ იცოდეთ ჩემნაირი ბევრი იყო, გამახსენდა რუსთაველზე საახალწლო განათებებით დაინტერესებული მოქალაქეების ჭარბი რაოდენობა, როდესაც ავტომობილებიდან სურათებს და ვიდეოებს იღებდნენ! აქაც იგივე ხდებოდა. ისეთებიც იყვნენ ვინც შეგნებულად აფერხებდნენ მოძრაობას, მაგრამ ეგეთ მავნებლებს თქვენ კარგად იცნობთ. ასე რომ, ყველა დავათვალიერებთ, გავისეირნებთ და რამდენიმე დღეში, საათივით ამუშავდება! ეს ფაქტია❗️ დანარჩენი, პოლიტიკური კეკლუცობა.
ცნობისთვის, რუსთაველზე მიკრო-ავტობუსმა ისეთი ფანდი ჩამიტარა, რომ არ მემარჯვა, დავიღუპებოდი
წამებში დავაფასე ჭავჭავაძის გამზირზე ახალი მოძრაობის წესები“- წერს სამხარაძე.