logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო კამპანიაზე: დღეს ზუგდიდში აღარ არის დაშინება, ადამიანების შევიწროება
- +

2 აგვისტო. 2020. 01:45

 

 

 

დღეს არ არის დაშინება, ადამიანების შევიწროება, გაძევება საკუთარი სოფლიდან, რაზეც მთლიანად მუშაობდა პოლიტიკური სახელმწიფო მანქანა. დღეს ეს ზუგდიდში აღარ არის და ზუგდიდელები ამას კარგად ხვდებიან“, - განაცხადა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „ქრონიკა“.

 

ერთმნიშვნელოვნად პატივს ვცემ ყველა იმ ზუგდიდელს, რომელიც სხვა პოლიტიკურ ძალას ან კანდიდატს უჭერს მხარს, მაგრამ უმთავრესია, ყველას გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ბოლო პერიოდში დაგროვილი გამოცდილება, რომ ზუგდიდში რეალურად დაიდო შედეგი და აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე აქამდე იყო.

 

2012 წელს ვიყავი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და შეუდარებელია ის გარემო, რაც დღეს არის. არ არის დაშინება, ადამიანების შევიწროება, გაძევება საკუთარი სოფლიდან, რაზეც მთლიანად მუშაობდა პოლიტიკური სახელმწიფო მანქანა. დღეს ეს ზუგდიდში აღარ არის და ზუგდიდელები ამას კარგად ხვდებიან.

 

რა თქმა უნდა, ზუგდიდელები კარგად იაზრებენ იმას, რომ ჩვენ შორს ვართ იმ წერტილისგან, რომ ზუგდიდმა თავისი განვითარების პიკს მიაღწია, პირიქით, გამოუყენებელი შესაძლებლობა საკმაოდ ბევრი გვაქვს და ზუსტად ეს შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ.

 

საარჩევნო კამპანია იქნება საინტერესო და დარწმუნებული ვარ, ბევრი საინტერესო ფოკუსიც იქნება, რომელსაც ოპონენტები შემოგვთავაზებენ, მაგრამ ჩვენ გვექნება საკმაოდ საქმიანი, თანმიმდევრული და შედეგებზე დამყარებული საარჩევნო კამპანია“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner